დედის დღესთან დაკავშირებით კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ემოციური საღამო გამართეს
კოხნარის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა II-IV-VI-VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მრავალფეროვანმა პროგრამამ მაყურებელში დადებითი ემოციების აღძვრა შეძლო. მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
მოსწავლეებმა ძალისხმევა არ დაიშურეს თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რამაც დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სკოლა მომავალშიც გეგმავს სადღესასწაულო დღეების ამ გზით აღნიშვნას და იმედოვნებს, რომ მაყურებელს ისევ ნასიამოვნებსა და კმაყოფილს დატოვებს.
იხილეთ ფოტოები