კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბალახის ჰოკეის გამარჯვებულები გახდნენ
13-03-2018

კოხნარის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

შეჯიბრი სპორტის ისეთ სახეობაში გაიმართა, როგორიცაა ბალახის ჰოკეი. ერთმანეთს ლანჩხუთის სპორტ სკოლისა და კოხნარის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი ჩოხატაურის სპორტ სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

დაძაბული შერკინების შედეგად გამარჯვებულებად კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასახელეს და საჩუქრად თასი გადასცეს. 


მოსწავლეებმა მასწავლებელს მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203