საყუნეთის საჯარო სკოლაში დედებს ემოციური და ლამაზი საღამო მიუძღვნეს
06-03-2018
საყუნეთის საჯარო სკოლაში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ზეიმი საყუნეთისა და ტყემლანის სკოლების ერთობლივ ღონისძიებას წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ - რესურსცენტრის წარმომადგენლები, კულტურის სამსახური, ადგილობრივი თვითმმრთველობის წევრები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, სკოლის მასწავლებლები და მშობლები. 

სკოლების მოსწავლეებმა თემატური ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

„ემოციური და ლამაზი საღამო გამოვიდა",- აღნიშნავს ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი. 

საყუნეთისა და ტყემლანის სკოლებს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივად არაერთი ღონისძიებას თუ პროექტს ახორციელებენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203