აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ,,საქართველოს სახელმწიფოს მოდელირებაში“ მონაწილეობენ
06-03-2018
არასამთვრობო ორგანიზაციამ - ,,სწრაფი განვითარების ცენტრი პრესტო" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო მოდელირება“ განახორციელა. 

პროექტში აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.  

პროექტის ფარგლებში  სხვადასხვა კომიტეტი შეიქმნა, რომლებშიც სკოლის აღსაზრდელები ნინო გოგოლაძე, ნინი დვალიშვილი და გიორგი მარტინენკო მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი საკმაოდ კარგად იყო დაგეგმილი.  

,,სახალისო და საინტერესო იყო, პროექტი განვითარებაში დამეხმარა“,-აღნიშნავს ერთ-ერთი მოსწავლე.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203