დაბა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის შესახებ ღონისძიება გაიმართა.
მოწვეულმა ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა სკოლაში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიულ გზებზე და მოსწავლეებს აუხსნა უსაფრთხო გარემოს შექმნის პრინციპები, მოკლედ გააცნო ის ღირებულებები, რომელიც თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაიზიაროს იმისთვის, რომ კარგი მოქალაქე გახდეს.
ღონისძიებამ, რომელსაც მასწავლებლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სკოლის აღსაზრდელებმა საინტერესო კითხვები დასვეს და პასუხებიც მიიღეს. მათი თქმით, ლექცია ინფორმაციული იყო და სასიცოცხლოდ აუცილებელ თემატიკას ეხებოდა.
მოსწავლეებმა მსგავსი შეხვედრების სამომავლოდ ჩატარების სურვილიც გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები