,,რანი ვიყავით, საიდან მოვდივართ“- ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქვეყნის წარსულს გაეცნენ
14-03-2018
ნასაკირალის საჯარო სკოლის VII- VIII კლასებში „თავისუფალი გაკვეთილები“ ჩატარდა თემაზე -,,რანი ვიყავით, საიდან მოვდივართ“.

გაკვეთილი 20 შეხვედრას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ თავიანთი ქვეყნის წარსულს, მიიღეს ცნობები აჭარა-მესხეთისა და გურიის წარსულსა და დღევანდელობაზე, გაეცნენ ამ კუთხის ტრადიციებსა და კულტურას, ფოლკლორს, ღირშესანიშნაობებს, ცნობილ ადამიანებს, მათ შემოქმედებას, შეისწავლეს კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერები და ცეკვები. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ჩაიწერეს ხალხში გავრცელებული ფოლკლორის ნიმუშები. 

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები, ბროშურები, სარეკლამო ხასიათის ბუკლეტები. პროექტი შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. 

თავისუფალი გაკვეთილი ასევე მოიცავდა 2 ექსკურსიას - მოსწავლეებმა სამცხე- ჯავახეთში და  აჭარაში იმოგზაურეს.  

სკოლის წარმომადგენლების თქმით, სკოლის აღსაზრდელები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.  

იხილეთ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გამართული ექსკურსიების ამსახველი ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203