მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს
14-03-2018
უწერის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა. 

მათ სხვადასხვა სექციაში ჰქონდათ თემები წარმოდგენილი.  
 
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები პასუხისმგებლობით მიუდგნენ თემების შერჩევასა და მათზე მუშაობას. ისინი იყვნენ საკმარისად მომზადებულები, რათა ღირსეულად წარმოეჩინათ სკოლა და საკუთარი თავი.  
 
„კონფერენციაზე იყო სასიამოვნო გარემო. მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს. მოხსენების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია და მოსწავლეებს კითხვები დაუსვეს ჟიურის წევრებმა. ბოლოს კი ყველა ბავშვი დაჯილდოვდა სიგელებით“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 
 
უწერის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე.  
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203