ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა ქალთა დღესასწაულები განსაკუთრებულად აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, ხალხური და თანამედროვე ცეკვები, წაიკითხეს ლექსები. მათ ხელოვნების გზით შეძლეს ცხოვრებაში ქალბატონების როლის განსაკუთრებულად წარმოჩენა. დამსწრე აუდიტორიის თქმით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონდომებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო.
ღონისძიება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მშობლების თქმით, ის მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. ბავშვებმა შეძლეს საკუთარი ნიჭის წარმოჩენა დამსწრე აუდიტორიის წინაშე და საზეიმო განწყობის შექმნა. საბოლოოდ, ყველა ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.
რვა მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზება სკოლის ადმინისტრაციამ გაუწია, რომელმაც მოსწავლეებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები