„ბოლო ზარსა“ და ექსკურსიებზე სკოლები ახალ რეკომენდაციებს სამინისტროსგან მიიღებენ
02-05-2022

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო აღარ არის, მათ შორის სკოლებში, გამონაკლისია სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სხდომაზე პრემიერმა ასევე დააანონსა, რომ თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა; ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეზღუდვა შეიძლება მოიხსნას ექსკურსიებთან დაკავშირებით და „ბოლო ზარის“ ღონისძიებებიც დაუშვან?

საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ექსკურსიებსა და ბოლო ზართან დაკავშირებით სამინისტრო ახალ რეკომენდაციებზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ახალი დოკუმენტი სკოლებს დაეგზავნებათ.

იხილეთ ასევე:

სკოლებში პირბადის ტარება გაუქმდა

სასკოლო ექსკურსიები დაშვებული არ არის - განათლების სამინისტრო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203