პირბადის ტარება მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვისაც გაუქმდა?
03-05-2022

პრემიერ-მინისტრის, ირკალი თარიბაშვილის განცხადებით დახურულ სივრცეში მათ შორის სკოლებში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდა. როგორც პრემიერმა თქვა, პირბადეების ტარება განსაკუთრებით შემაწუხებელი იყო მოსწავლეებისთვის. იქიდან გამომდინარე რომ პრემიერმა აქცენტი მოსწავლეებზე გააკეთა, გაჩნდა კითხვა, აღნიშნული განაცხადება ეხებოდათ თუ არა პედაგოგებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს.

გავრცელდება თუ არა რეგულაციების შემსუბუქება მასწავლებლებზეც?  - ამ კითხვაზე განათლების სამინისტო გვპასუხობს, რომ „დიახ“.  სკოლის შენობაში ყველა დასაქმებნული პირისთვის იხსნება პირბადის ტარების ვალდებულება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდვები მაინც რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

იხილეთ ასევე:

უქმდება თუ არა სკოლებში თერმოსკრინინგი ? - განათლების სამინისტრო განმარტავს

„ბოლო ზარსა“ და ექსკურსიებზე სკოლები ახალ რეკომენდაციებს სამინისტროსგან მიიღებენ

სკოლებში პირბადის ტარება გაუქმდა

გახდა თუ არა ფასიანი სწრაფი კოვიდტესტი - გამყრელიძე განმარტავს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203