დედის დღესთან დაკავშირებით, გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.
მოსწავლეები მოწვეულ სტუმრებს ლექსებით მიესალმნენ და გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს.
ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილმა სკოლის აღსაზრდელებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები.
პედაგოგებისა და მშობლების თქმით, მოსწავლეებმა შეძლეს სადღესასწაულო განწყობის შექმნა და თავიანთი ნიჭის ბოლომდე წარმოჩენა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს მონდომებისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები