სამტრედიის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სათნოების სახლის ბინადრებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს
14-03-2018
სამტრედიის №1 საჯარო სკოლის 1გ კლასის მოსწავლეებმა სათნოების სახლის ბინადრებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა მოხუცები მოინახულეს, საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს, ლექსები წაუკითხეს და ტორტი მიართვეს.
,,მათდამი გულისხმიერების, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, გაზაფხულის შემობრძანების აღსანიშნავად, შევეცადეთ მოხუცებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანები ლამაზდებიან, თვალები უციმციმებთ, გუნება-განწყობა ამაღლებული აქვთ, თავს ლაღად და მსუბუქად გრძნობენ, ცხოვრებას სხვა თვალით უყურებენ, გულში იმედი უჩნდებათ, დაე, მათი ყოველი დღე ამაღლებული და იმედიანი იყოს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი და სათნოების სახლის ბინადრებს ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.