ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე და ქალთა დღე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა ბევრი იშრომეს კონცერტის გასამართად. მათ მოამზადეს ლექსები, სიმღერები, სხვადასხვა წარმოდგენები, მონოლოგები.
რამდენიმე მოსწავლემ დაუკრა ვიოლინოზეც.
ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოება მოსწავლეებმა ყვავილებით დაასაჩუქრეს.
იხილეთ ფოტოები