5 მაისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ელექტრონულ ფორმატში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მოეწყობა - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: უცხოური ენები, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ღია კარის დღეები სხვა საგნებთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიმართება.