„ჩემი შეხედულებით, მასწავლებლების გადამზადება უნდა მოხდეს“- ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად
etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორს, ოთარ ვანაძეს დაუკავშირდა.
- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?- სასწავლო წელს მოსწავლე - მასწავლებლებმა არა ერთი ღონისძიება მოაწყეს, მათ შორის სოფლის დასუფთავება. ამიტომ ვთვლი, რომ საკმაოდ შედეგიანი წელი იყო.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?- რაც შეეხება უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც ჩვენ ვთვლით რომ არა.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- ეს ჩვენთვის სიახლეა, თუმცა მიმაჩნია, რომ სკოლა უფრო მეტად იქნება ეფექტური და მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მეტ დროს გაატარებს.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?- ჩემი შეხედულებით, სკოლის მასწავლებლების გადამზადება უნდა მოხდეს; ამასთან ერთად სკოლის თვალსაჩინოებებით აღჭურვაა საჭირო.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ კომპლექსურ დავალებას მივესალმებით.