საბავშვო ბაღებში კოვიდრეგულაციები შეიცვლება - დეტალები
03-05-2022
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კოვიდრეგულაციები შესაძლოა შეიცვალოს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის როგორც საგანმანათლებლო, ისე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და სხვა დახურულ შენობებში. გამონაკლისს სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. 

პრემიერის განცხადებამ, რომ 2 მაისიდან ყველა რეგულაცია იხსნებოდა, არაერთი კითხვა გააჩინა, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი პასუხები, რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება, არ არსებობს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე დაზუსტებული მხოლოდ ის არის რომ ბაღებში პირბადის ტარება აღმზრდელებსა და სხვა თანამშრომლებს აღარ მოეთხოვებათ. გარდა ამისა, იგეგმება გარკეული შეზღუდვები შემსუბუქებაც.

როგორც სააგენტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ადრეული და სკოლამდელი აღზდრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი კოვიდრეგულაციებში შესატანი ცვლილებები უკვე ინიცირებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა.

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203