„პერიმეტრი და ფართობი“ - მათემატიკის მასწავლებლის საინტერესო პროექტი ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში
14-03-2018

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნელი სიორდიამ V კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „პერიმეტრი და ფართობი“. 

სკოლის წარმომადგენელის ცნობით, გაკვეთილი პოზიტიურ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი აქტიურობით და მოტივაციით. 

მასწავლებელმა გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობა გამოიყენა და ამით ხელი შეუწყო მოსწავლეების სრულად ჩართვას სასწავლო პროცესში. 

სკოლა ულოცავს ნელი სიორდიას წარმატებულ პროექტს და უსურვებს წარმატებებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203