სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო, შესაძლებელია,12-წლიანი სწავლება ხარისხით 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლდეს.
ამასთან, მისივე შეფასებით, შესაძლოა, სკოლების დახურვამ ასევე გამოიწვიოს საქართველოს შედეგის 8 ქულით შემცირება PISA-ს საერთაშორისო შეფასებებში.
„მსოფლიო ბანკის" პროგნოზით, კოვიდისგან გამოწვეულმა სკოლების დახურვამ, შესაძლებელია, 12-წლიანი სწავლება ხარისხით 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლოს. განსაკუთრებით, სკოლების დახურვა იმოქმედებს იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არიან არასახარბიელო ეკონომიკური გარემოდან. შესაძლოა, სკოლების დახურვამ ასევე გამოიწვიოს საქართველოს შედეგის 8 ქულით შემცირება PISA-ს საერთაშორისო შეფასებებში. ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც კოვიდმა და კოვიდით გამოწვეულმა სკოლების დახურვამ მძიმე და მწვავე გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზე. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რა ზარალი მიადგა საგანმანათლებლო სისტემას კოვიდის პირობებში და ამის შემდგომ, მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები დროულად მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კურიკულუმმა უნდა უპასუხოს იმ ჩავარდნას, რომელიც განათლების სისტემას ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროგრამების მორგება საჭიროებებზე, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის",- განაცხადა მოლინეუსმა.