ოლადაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები და სკოლამდელი აღზრდის ბავშვები.
ბავშვებმა ხალხურ საკრავებზე დაუკრეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ლექსები. ზეიმზე მოწვეულნი იყვნენ მშობლები და მასწავლებლები. მათი თქმით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა მაყურებელში პოზიტიური განწყობისა და დადებითი ემოციების აღძვრა შეძლეს.
სკოლა დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები