დედაქალაქის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. და განმარტა, რომდაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა.
„თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით.
ახალი პროგრამით დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია.
ყველა ასეთ სტუდენტს დავეხმარებით. დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში განვლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ეს ყველაფერი სტუდენტის მიღებულ ქულებზეა დამოკიდებული. იქნება 100% და 70%-იანი დაფინანსება“,- აღნიშნავს კალაძე.