„ჰიბრიდული სწავლების მოდელი სკოლაში არ უნდა დარჩეს“- ნესტან ონიანი, მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი
04-05-2022

კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.


- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- იმის გათვალისწინებით, რომ covid19 ის რამდენიმე ტალღა გადავიტანეთ, განვლილ სასწავლო წელს დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?   

 - ჰიბრიდული სწავლების მოდელი სკოლაში არ უნდა დარჩეს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

 - სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარება საჭიროა ყველა სკოლაში,თუ სკოლა  მიმდინარეობს პირისპირ სწავლებით და ასევე, აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და რესურსებით.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- სკოლაში შევიძენდი საჭირო სასწავლო რესურს და შევქმნიდი კომპიუტერულ ოთახებს.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ ?

- განათლების სისტემაში მომწონს, რომ არაქართულენოვან სკოლებში გაძლიერდა  ქართული ენის სწავლება, საქართველოში ყველა მცხოვრებმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა კომუნიკაციისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203