სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები - ინოვაცია ქსნის საჯარო სკოლაში
14-03-2018
ქსნის საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები აქტიურად მიმდინარეობს. გაკვეთილები ამჯერად მეცხრე კლასში ტარდება.
„მოსწავლეები ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი მსჯელობენ დანაშაულის სახეებზე. ასევე გაეცნენ ინფორმაციას არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების და არასრულწლოვან დამნაშავისთვის დაწესებულ სასჯელების სახეებზე. იმსჯელეს, თუ რატომ ირჩევენ მოზარდები დანაშაულის გზას და ისაუბრეს დანაშაულის პრევენციაზე“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ქსნის საჯარო სკოლა კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება მოსწავლეებს.