6 მაისს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს; დღესასწაულის მასშტაბიდან გამომდინარე, არაერთმა მოსწავლემ თუ მშობელმა მოგვმართა კითხვით, ისვენებს თუ არა ხვალ სკოლები? - საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, გთავაზობთ დამატებით განმარტებას:
6 მაისი - გიორგობის დღესასწაული დასვენება არ არის; შეგახსნებთ, რომ ოფიციალური უქმეები შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. ასე რომ 6 მაისს სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება, ისევე, როგორც ბაღებში - სააღმზრდელო პროცესი.
რაც შეეხება დასვენების დღეებს - მომდევნო კვირაში ასეთი 9 და 12 მაისია.
იხილეთ ასევე:
მომავალ კვირას სკოლები და ბაღები 2 დღით დაისვენებენ
რამდენი ოფიციალური დასვენების დღე გვაქვს საქართველოში