არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა მათემატიკის დღე აღნიშნეს
07-03-2018
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მათემატიკის პედაგოგის ზაირა გოდერიძის ხელმძღვანელობით, მათემატიკის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი გააკეთეს ლოზუნგით - „რიცხვი - მეცნიერების ენაა“. მეექვსეკლასელებმა მათემატიკის არსისა და ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრეებს რიცხვებზე შექმნილი მითების შესახებ უამბეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203