„სადიაგნოსტიკო წერის ჩატარება საჭიროა“- ნინო ჯოჯუა, გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
05-05-2022
კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- განვლილ პერიოდს შევაფასებდი დადებითად.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- თუ იქნება საჭირო, დარჩეს იმ შემთხვევაში.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ჩემი აზრით, სადიაგნოსტიკო წერის ჩატარება საჭიროა, მაგრამ ამისთვის, მოსწავლე რამდენიმე ხნით ადრე, უნდა იყოს ინფორმირებული.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- ჩემი პირადი შეხედულებით არაფერს არ შევცვლიდი, არც სკოლაში არც სასწავლო პროცესში.

-  ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ ? 

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა სიახლე და ვპასუხობთ ყველა გამოწვევას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203