აწყურის საჯარო სკოლაში კრეატიული მოსწავლეები სწავლობენ
14-03-2018
აწყურის საჯარო სკოლაში დედის დღე და რვა მარტი ორიგინალურად აღნიშნეს.

სამი მარტს დედებს საკონცერტო ნომრები მეორეკლასელმა მოსწავლეებმა მოუმზადეს. 

ლექსებით და სიმღერებით დატვირთული კონცერტი დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა.

„საკლასო ოთახი ბუშტებით და ყვავილებით იყო მორთული. მოსწავლეებმა დადგეს რამდენიმე პატარა სპექტაკლიც და მაყურებლების ოვაციაც დაიმსახურეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს სკოლის პედაგოგებს და მშობლებს მერვეკლასელებმა. 

უფროსკლასელები კრეატიულად მიუდგნენ ღონისძიებას და  ლამაზი სიტყვების, ლექსებისა და სიმღერების გარდა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაახასიათეს მშობლები და მასწავლებლები. 

სკოლის წარმომადგნელის თქმით, ღონისძიების მიმდინარეობისას დაისვა უამრავი საინტერესო კითხვა, ისაუბრეს მრავალ საკითხზე და კონცერტმა საკმაოდ სახალისოდ ჩაიარა. 

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ნათია ღონღაძეს და ლიანა ბარამიძეს.  
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203