„ჰიბრიდული სწავლება არ უნდა დარჩეს, თუ გვინდა განათლებული თაობა გავზარდოთ“ - ნოდარი ბერძენაშვილი, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
05-05-2022
კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარი ბერძენაშვილი აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- კოვიდ 19-ის გამო რთული, განათლებისათვის შემაფერხებელი, სკოლისათვის დამანგრეველი.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ჰიბრიდული სწავლება არ უნდა დარჩეს, თუ გვინდა განათლებული თაობა გავზარდოთ.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- დიაგნოსტიკური ტესტირება რადგან გავლენას არ ახდენს მოსწავლის პირად შედეგებზე, ახლა ამის დრო არ არის, პირიქით, ტესტირება სასწავლო პროცეს აზარალებს. თუ პირდაპირ სწავლებაზე დავრჩებით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს ჩატარდეს.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- ჩემი შეხედულებით, შევამცირებდი მასწავლებელთა ონლაინ ტრენინგებს, მასწავლებელს მეტი ნდობა და თავისუფლება სჭირდება.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- ბოლო პერიოდში მისაღებია ახალი სკოლის მოდელი, თუ IX კლასის სავალდებულო განათლება ნამდვილად განხორციელდება, რადგან მესამე საფეხური გულისხმობს უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადებას, ამის სურვილი და მზაობა კი ბევრს არ აქვს. დავადგენდი გამოცდებს X კლასში ჩასარიცხავად. შესაბამისად, შეიცვალოს დაფინანსების სისტემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203