ვანის N1 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი მიულოცეს დედებს და სკოლის პედაგოგებს.
„ღონისძიების მოსამზადებლად ბევრი ენერგია დახარჯეს ბავშვებმა. სწავლობდნენ ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს და გამუდმებით რეპეტიციობდნენ. აღსანიშნავია მასწავლებელის წვლილი ღონისძიების ასე ჩატარებისთვის“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებისთვის სპეციალურად მორთეს ოთახი, ხოლო მისი დასრულების შემდეგ სტუმრებს ყვავილები მიართვეს.
ღონისძიების ჩატარებისთვის სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებს: დალი ჩიკვაიძეს, აზა მაღლაკელიძეს და ირმა აბრამიძეს.
იხილეთ ფოტოები