გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგები და მშობლები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს
14-03-2018

გალავნის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს.

ზეიმზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და დამსწრე აუდიტორიის კეთილგანწყობა დაიმსახურეს. შესრულდა სიმღერები, ხალხური და თანამედროვე ცეკვები, წაიკითხე ლექსები და გამონათქვამები. 

ბავშვები ლამაზ ფერად-ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი, რაც მოწვეული სტუმრების თქმით, კიდევ უფრო საზეიმო ატმოსფეროს ქმნიდა. მშობლებისა და პედაგოგების აზრით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.  


ბავშვებმა საყვარელი პედაგოგები და მშობლები სამახსოვრო საჩუქრებითაც დააჯილდოვეს.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203