„დათუნია დრუნჩა“- ბერშუეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება. მოსწავლეები საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა დავალებას „დათუნია დრუნჩა“ თავი წარმატებით გაართვეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.
აქტივობის ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი ნინო გიორგაშვილი იყო.
იხილეთ ფოტოები: