ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „მომავალი ნარკოტიკების გარეშე“.
კონფერენცია ვანის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილში, ისე ინდივიდუალურად.
მათ განიხილეს და დამსწრეებს წარუდგინეს ამ თემასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოწვევები, შეადარეს წარსული და მომავალი და ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: გუჯა კალანდაძე, დავით თავაძე, გივი პაიკიძე, გიორგი პაიკიძე და თიკო ცხადაშვილი.
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს და შემდგომში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები