ლეღვანის საჯარო სკოლაში ხმამაღლა კითხვით სამყაროს შეცვლას ცდილობენ
26-02-2018
ლეღვანის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ლოზუნგს - „ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო“ შეუერთდა. საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეებმა ეს დღე მხატვრული ტექსტების კითხვით აღნიშნეს.
„ვცდილობთ ახალ თაობას წიგნის კითხვა შევაყვაროთ“,- აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 24 თებერვალს აღნიშნავს.