დამატებითი გაკვეთილები, არდადეგების შემცირება... - როგორ ებრძვიან სასწავლო დანაკარგებს აშშ-ში
09-05-2022
პანდემიის გამო სკოლების დახურვამ აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემაც სასწავლო დანაკარგების რისკის ქვეშ დააყენა. პირველადი კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მისაქცევია მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა დაბალი სოციო-ეკონომიკური ჯგუფის მოსწავლეები, ლათინო და ფერადკანიანი მოსწავლეები - აღნიშნულია პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვისაც:

მნიშვნელოვანია მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების/გამოცდილების შესაცნობად ჰოლისტური ხედვის ჩამოყალიბება, რაც უკავშირდება არა მხოლოდ კურიკულუმს, არამედ სწავლებას, ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა;

სწავლების აღდგენის დროისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლეების (დაწყებული სკოლამდელი დაწესებულებიდან) კოგნიტურ და ემოციურ მომზადებაზე;

მასწავლებლებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ხარისხიანი სასწავლო პროცესის ძირითად ელემენტს, უნდა შემუშავდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული, თანადროული ქოუჩინგის პროგრამები, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლები სკოლის ბაზაზე მიიღებენ დახმარებას სწავლების პარალელურად. ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს გამართული პროფესიული ქსელები, სადაც მასწავლებლები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას.

იმისათვის, რომ მოსწავლეთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები დაეწიონ პროგრამას,საჭირო გახდება სიტუაციაზე მორგებული, უფრო ხანგრძლივი/ფოკუსირებული ინტერვენცია, რაც შესაძლებელია გახანგრძლივებული, შაბათ-კვირის, საზაფხულო სკოლების მეშვეობით.

დამატებითი, აღდგენითი პროგრამები მაქსიმალურად საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ კულტურული ნიშნითაც და სასურველია, არ აერთიანებდეს 12 მოსწავლეზე მეტს. უნდა მოხდეს მოსწავლეთა მიღწევების და სასწავლო ჩამორჩენის დაძლევის გაზომვაც, წინასწარი, შუალედური და სწავლების შემდგომი შეფასების მეშვეობით.

დაგეგმილი ინტერვენციები სხვადასხვა შტატებში:

სამთვიანი საზაფხულო სკოლა წიგნიერებაში, ერთ საგანში 25 საათიანი აქტიური სწავლებით (მათემატიკა, უცხო ენა ან წიგნიერება) სკოლების სასწავლო დროის ხანგრძლივობის გაზრდა (არდადეგების შემცირების/სკოლების ცვლაში გადაყვანის და სხვა ხარჯზე) კურიკულუმის (სკოლის დონეზე) დიფერენცირება და ფოკუსირება საკვანძო უნარებზე. ასევე, მასწავლებლების მიერ სასკოლო პროგრამის სტანდარტიდან „გადახვევა“, ფოკუსირება განვლილი მასალის გამეორებაზე და შედეგის გამყარებაზე, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ეროვნული კურიკულუმით დასახული მიზნები.

დამწყები მასწავლებლების ტუტორების პროგრამა: რომელიც შესაძლებლობას აძლევს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მოსწავლეებს ორმოსწავლიან ჯგუფებში იმეცადინონ გადამზადებულ ტუტორებთან მათემატიკაში (50 წუთიანი გაკვეთილი ყოველ სასწავლო დღეს). აღნიშნული პროგრამისთვის ტუტორებად იწვევდნენ შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტებს/ან მათ, ვინც მიმდინარე წელს მოიპოვა აკადემიური ხარისხი. აღნიშნული ტიპის პროგრამები უფრო მეტ შედეგს აჩვენებს, ვიდრე კვირეული ტუტორინგის პროგრამები და განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებითი საფეხურების მოსწავლეებში წიგნიერების მიმართულებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203