„სადიაგნოსტიკო შეფასება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რომ სკოლამ განსაზღვროს რა შედეგები აქვს“-თბილისის N49 სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად
etaloni.ge თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ცაავას დაუკავშირდა.
- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?- განვლილი პერიოდი შეფასებულია დადებითად. სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად ვფიქრობ, რომ წელი წარმატებული იყო, განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო საბაზო, საშუალო საფეხურზე ონლაინ სწავლება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?- დიახ, ვფიქრობ სწავლის ჰიბრიდული მოდელი უნდა დარჩეს.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- დიახ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სადიაგნოსტიკო შეფასება, რომ სკოლამ განსაზღვროს რა შედეგები აქვს წლის ბოლოს და გაითვალისწინოს სამომავლოდ, თუ რა მიღწევები და ხარვეზები გვაქვს.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?- ვფიქრობ ონლაინ სწავლების განვითარება და ხელის შეწყობა საჭიროა.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?- „ახალი სკოლის მოდელის“ საგანმანათლებლო სივრცეში შემოსვლამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დადებითი ზეგავლენა იქონია; რაც გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოების ყველა ფენა მონაწილეობდა ონლაინ სწავლების დროს სხვადასხვა ტექნოლოგიების სასკოლო ცხოვრებაში გამოსაყენებლად, თუმცა კომბინირებული ფორმატი ჰიბრიდული სწავლებისა აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში, რადგანაც დაწყებით საფეხურზე დასწრებული სწავლება სოციალური უნარების ჩამოყალიბებისათვის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია.