აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ლადო ასათიანის შემოქმედება გაიხსენეს.
მეხუთე და მეთერთმეტე კლასელებმა წიგნფართის შეხვედრა მოაწყვეს და პოეტის ლექსები წაიკითხეს.
„ლადოს შემოქმედება დიდი განძია თითოეული ქართველისთვის და მისი პოეზიის დავიწყების უფლება ნამდვილად არ გვაქვს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
შეხვედრა ეკა ლურსმანაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
აწყურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები