განათლების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიები დაუშვა, თუმცა სკოლებს დეტალური ინსტრუქციები გადაეგზავნათ და ამ პირობების გათვალისწინება სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს აუცილებლად მოუწევთ. არსებობს 5 აკრძალვა, რომელიც ექსკურსიაზე წამსვლელებმა უპირობოდ უნდა გაითვალისწინონ:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები ასეთია:
1.ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2.აკრძალულია წასვლა წყალსაცავების ტერიტორიაზე;
3.მოსწავლეებს ვერ წაიყვანთ მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე;
4.დაუშვებელია 2 და მეტდღიანი ექსკურსიები;
5.აკრძალულია, სკოლიდან 150 კმ-ზე შორს წასვლა.