პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე რეგისტრაციას სამი კატეგორიის ბავშვები შეზლებენ. ამასთან შეგახსენებთ რომ 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ.
II ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
- და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
- მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
- ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).