„სადიაგნოსტიკო ტესტირება აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რა სისუსტეები გვაქვს“- მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო დუმბაძე
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად
etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორს, სერგო დუმბაძეს დაუკავშირდა.
- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?- სასწავლო წელი პანდემიის გამო ხარვეზებით მიმდინარეობდა, მაგრამ გასულ სასწავლო წელზე უკეთესი იყო.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?- ჰიბრიდულ მოდელს მაინცა და მაინც დიდი შედეგები არ მოაქვს.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- სადიაგნოსტიკო ტესტირება ყოველთვის აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რა სისუსტეები გვაქვს და რა გვჭირდება მათ გამოსასწორებლად.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?- სკოლებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?- ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლეები არ ჩანს.