„სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ დედას!“ - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი
06-03-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

ზეიმს კლასის დამრიგებელი ნანა ნებიერიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებსა და მშობლებს სულში ჩამწვდომი სტროფები მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენელის თქმით, მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანა მასწავლებლის სიტყვებმა.

„ჩემო პატარებო, გახსოვდეთ, ამქვეყნად ყველაზე საყვარელი და ახლობელი არსება-ესაა დედა, ამიტომ გირჩევთ, სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ დედას“,- ურჩია სკოლის აღსაზრდელებს დამრიგებელმა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის სიტყვები აიტაცეს და ღონისძიების ლოზუნგად აქციეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203