ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარ სახლში მცხოვრებ მოხუცებს თანადგომა გამოუცხადეს
ბათუმის მეორე საჯარო სკოლის აღსაზრდელები წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სავანეს ესტუმრნენ.
სავანეში ის მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მოსწავლეებმა მოხუცებს გაზაფხულის დადგომა ზეიმით მიულოცეს. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები წაიკითხეს ლექსები და მათ სითბო და სიყვარული აგრძნობინეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საკმაოდ ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო, რომელსაც ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. მოსმენილმა ისტორიებმა მოსწავლეებში ემპათიის გრძნობა აღძრა.
ბავშვებმა მოხუცებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. მასწავლებლების თქმით, მოხუცებს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მოზარდებმა შეძლეს მოხუცებს ცხოვრებისგან შემორჩენილი ყველანაირი პრობლემის დავიწყებაში დახმარებოდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია უერთდება მოსწავლეების მილოცვას და სავანეში მცხოვრებ მოხუცებს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს!
იხილეთ ფოტოები