72-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ წარმატება მოიპოვა
შეუბნის საჯარო სკოლის აღსაზრდელები ხშირად ხალისით ერთვებიან სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში. მათი მაღალი მოტივაციის მთავარი წყარო კი ის პედაგოგები არიან, რომლებიც ამ კუთხით სისტემატურად ცდილობენ მათ დახმარებას.72-ე რესპუბლიკურ კონფერენციისთვისაც შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ემზადებოდნენ. მათი ინტერესის საგანი შემდეგი სასწავლო დისციპლინები აღმოჩნდა: ქართული, ბიოლოგია და გეოგრაფია.
კონფერენცია ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა. პედაგოგების თქმით, ხანგრძლივმა მომზადების პროცესმა და დაუღალავმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს წარმატების მიღწევა.
სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბიოლოგიის სექციაში შეუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ელენე ლობჯანიძემ გაიმარჯვა. (პედაგოგი ლელა შერაზადაშვილი)
კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები