ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი გაიარეს
15-03-2018
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა. საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობდა. პროექტი სამოქალაქო განათლების პრაქტიკულ კურსს (Street Law) ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებშიც მეათე კლასის მოსწავლეებმა 15 ლექცია მოისმინეს.
თემატიკას წარმოადგენდა შემდეგი საკითხები: სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია და დემოკრატია, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლისსამართალი, მედიაცია, არასრულწლოვანთა უფლებები და საავტორო და სამრეწველო საკუთრების სამართალი.
კურსის ფარგლებში გამოიყენეს სწავლების შემდეგი მეთოდები: კლასიკური ლექცია, ვერბალური გადმოცემა, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, ჯგუფური მუშაობა, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი და ა.შ.
სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მოსწავლეები სალექციო კურსით კმაყოფილი დარჩნენ.