არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად-სალომე ზურაბიშვილი
06-05-2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი. არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ისინი ყველა მიდიან სასწავლებლად ევროპის, ან ამერიკის უნივერსიტეტებში  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „Paris Match-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსული საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ ორიენტაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა პოლიტიკური სისტემის და შიდა უსაფრთხოების განვითარებისთვის. რუსული ცდუნება არ არსებობს და ეს ძალიან კარგად ჩანს. ხალხი გამოხატავს უარყოფას: არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ისინი ყველა მიდიან სასწავლებლად ევროპის, ან ამერიკის უნივერსიტეტებში და მთელი ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად მიდის სამუშაოდ საზღვარგარეთ, ირჩევს ევროპას ან ამერიკას, არავინ იყურება რუსეთისკენ.

რუსეთში მხოლოდ ის ქართველები დარჩნენ, ვინც იქ საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და დაბრუნებულთა რამდენიმე ტალღის მიუხედავად, განაგრძეს იქ ცხოვრება, რადგან იქ ოჯახები ჰყავთ და სამსახური აქვთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203