განათლების სამინისტროს რესურსებს პარლამენტი შეისწავლის. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თემატური მოკვლევის მიზანი სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესწავლაა.
„ვიმსჯელეთ სასკოლო რესურსების საკითხებთან, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრობლემასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევა ემსახურება მიზანს, გამოვავლინოთ ყველა პრობლემური საკითხი და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრას მოემსახურება“, - განაცხადა ამილახვარმა.