პირველად - სკოლის კონტექსტში შეფასდება ადამიანური რესურსების საჭიროება
08-05-2022

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და აღნიშნა, რომ სკოლებს მეტი თავისუფლება ექნებათ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მისაღწევად.

„სკოლას უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი მისია, ხედვა, თავისი ლოკაცია, ადგილი, სპეციფიკა და ჩვენ ამ სტანდარტებით სკოლას საშუალებას ვაძლევთ თვითშემოქმედებაც გვაჩვენოს. ის რაც არის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი პროგრამა და ბაზა, რომელსაც ის უნდა წაყვეს.. მას ეძლევა საშუალება თავისი კონკრეტული მიდგომებით განახორციელოს სასწავლო პროცესი... თავისუფლება შეგვაქვს ჩვენ ამ პროცესში...

ამასთან, პირველად მოხდება რომ სკოლის კონტექტსში შეფასდება ადამიანური რესურსების საჭიროება. მასწავლებლის სახლი უამრავ ტრენინგს ატარებს სკოლებში, მაგრამ ეს ტრენინგები არის ზოგადი ხასიათის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიგებთ კონკრეტულ სკოლას რა ჭრდება, მაგრამ ავტორიზაცია, პირდაპირ წიაღში შევა თითოულ სკოლასთათან რა ადამიანური რესურსში რა გამოწვევებია. მოხდება მუშაობა თითული სკოლის კონტექსტში“,- განაცხადა მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203