მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მთავარ პრიორიტეტს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს
15-03-2018
ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიისთვის“ მოზარდთა წიგნიერების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პედაგოგები აქტიურად მუშაობენ.
გიმნაზია „იბერიის“ აღსაზრდელები ბათუმის საბავშვო-ახალგაზრდულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
მოსწავლეები საბიბლიოთეკო საქმის დეტალებს გაეცნენ, გაიგეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიის შესახებ, ასევე ისწავლეს წიგნების მოძიება და სამკითხველო დარბაზში მოქცევის წესები. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა წიგნების მოძიების პროცესის გაცნობა. ამ დღის მასპინძელმა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს დიდი სიყვარულით წაუკითხა ლექსები, ხალხური პოეზიის გამორჩეული ნიმუშები და მოთხრობები, მათ შორის რევაზ ინანიშვილის „დედა“.
სასიამოვნო ვიზიტის შემდეგ, ბავშვებმა ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობის სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები