''ჩიტის ბუდესავით მაღალ მთაზე შეფენილი ქვემო აკეთის'' სკოლის ისტორია
28-10-2016

ჩიტის ბუდესავით მაღალ მთაზეა შეფენილი ჩვენი სოფელი. გურია აჭარის მთებს შორის მოთავსებულ სოფელ აკეთს უფრო მომხიბვლელს ხდის მისი წიგნიერი, შრომისმოყვარე და ღვთისმოსავი ხალხი. სოფლის მცხოვრებნი ოდიდგანვე უდიდეს პატივს სცემდა წიგნიერებას. აკეთლები თავს ვიწონებთ იმით, რომ პირველი ბიბლიოთეკა დასავლეთ საქართველოში სწორედ აკეთში გაიხსნა (წყარო, თედო სახოკია ,,მოგზაურობა საქართველოში’’)

სკოლა აკეთში 1900 წელს, მღვდელ დიომიდე ჩხაიძის ხელმძღვანელობით დაარსდა. თავისი სახსრებით შეუძენია სკოლისთვის საჭირო ინვენტარი. იმ პერიოდისთვის ოთხი კლასი არსებობდა.

ისტორიამ შემოგვინახა პირველი შვიდწლედის კურსდამთავრებულთა ფოტო.


მოსწავლეთა და პედაგოგთა ინიციატივით, სოფლის  უხუცესთა გადმოცემით შეიქმნა ალბომი, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი სკოლის საუკუნოვან ისტორიას. 

აქვე შეიქმნა სკოლის ხელმძღვანელთა გენეოლოგიური  ხე. 


თითოეულმა ხელმძღვანელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სკოლის წინსვლასა და შენებაში. სკოლამ განსაკუთრებულ წარმატებას დირექტორ ეთერ ბაზიარის დროს მიაღწია. მაშინ სკოლას ბაზიარის სკოლასაც ეძახდნენ.

სახელოვან ხელმძღვანელთა ტრადიციები დღესაც გრძელდება დირექტორ ქეთევან პატარაიას ხელმძღვანელობით. სკოლა ჩვეული ძალისხმევით იღებს ახალ-ახალ გამოწვევებს და ყოველ ღონეს ხმარობს მოსწავლეებს მისცეს საჭირო და ხარისხიანი განათლება.

ავტორი: აკეთის სკოლის საქმის მწარმოებელი - მადონა აბულაძე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203