ბენარის საჯარო სკოლის მასწავლებლები დედის დღის აღსანიშნავად გაერთიანდნენ
06-03-2018
ბენარის საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებაში პირველიდან მეცხრე კლასამდე მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„მასწავლებლებმა ბევრი იშრომეს. ამდენი ბავშვი გააერთიანეს და შეძლეს ეს დღე ასე მიელოცათ დედებისთვის“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ბენარის საჯარო სკოლა ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის მასწავლებლებს: შუშანა მღებრიშვილს, მედეა ქაფიანიძეს, ნანა მჭედლიშვილის, ელზა კაკოშვილის, მეგი ბოჩიკაშვილს, ნინო ფორჩხიძეს, ნანა ჩილაშვილს, მარიტა შველიძეს და სვეტლანა ბოჩიკაშვილს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203