მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მოსწავლეები მუსიკალურ პროექტში ჩაერთვნენ
15-03-2018
ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მუსიკის პედაგოგი მუდმივად ცდილობს ბავშვებში მუსიკის აღქმისთვის საჭირო უნარების განვითარებას. 

მუსიკალური უნარების უკეთ წარმოჩენისთვის პედაგოგი სხვადასხვა აქტივობას იყენებს. მაგალითად: ხილულ ანალოგიებს, თამაშს, დაკვირვებას და ა.შ

მოსწავლეთა უნარების ამოქმედებისა და ერთობლივ შემოქმედებით პროცესში მოსწავლეების ჩართვის მიზნით, პედაგოგმა მარინე გიგაშვილმა მეორე კლასის მოსწავლეებს მათთვის სასარგებლო პროექტი წარუდგინა, სახელწოდებით „მუსიკა სულის გამოძახილია“. 

პროექტის პრეზენტაცია კლასში გაიმართა, მასწავლებლის თქმით, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში და სასარგებლო მუსიკალური უნარ-ჩვევებიც შეიძინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203