ახალი ვალდებულებები სკოლებისა და ბაღებისთვის - ბრძანება ძალაშია
10-05-2022

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების“ წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სკოლებს, ბაღებს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს საქართველოს სიმბოლოების განთავსება დაევალათ. ბრძანებას ხელს პრეზიდენტი აწერს და ის უკვე ძალაშია.

უფრო კონკრეტულად კი სკოლამდელი აღზრდისა დაწესებულებები: სკოლები, უმაღლესები, პროფესიული სასწავლებლები, ვალდებულნი არიან, შენობაზე განათავსონ სახელმწიფო დროშა და ასევე ჰიმნის ტექსტი გამოფინონ თვალსაჩინო ადგილას.

დოკუმენტის მიხედვით, საგანმანათლებლო „დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო დროშის მოვლა-პატრონობისთვის“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203